გადაზიდვის სფეროში დღეიდან სერვისების ფასი ორმაგდება - რეგულაციები წესდება როგორც ერთჯერად, ასევე, მრავალჯერადი ნებართვების გაცემის წესზე.
თუკი აქამდე სატვირთო ავტომობილის მძღოლებს საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვაში 70 ლარი სჭირდებოდათ, ახლა 140 ლარის გადახდა მოუწევთ.
რთული ეკონომიკური ვითარების ფონზე, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები დამატებითი წნეხის ქვეშ აღმოჩნდებიან. "ანტიკორუფციული მოძრაობა" საქართველოს პარლამენტს მიმართავს, დაიბარონ ეკონომიკის მინისტრი და მისგან რეგულაციების შეჩერება მოითხოვონ.
"ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა აწარმოებდეს მოლაპარაკებას ევროკავშირთან, რომ ნებართვის გარეშე შევძლოთ გადაზიდვის წარმოება, დამატებით ბარიერებს ქმნის. გარკვეულ პურებს, რომლებიც დაკავშირებული არიან სახელისუფლებო შტოებთან და გავლენიან არაფორმალურ მმართველებთან, სურთ, რომ ბაზარზე ჰქონდეთ მონოპოლია", - ამბობს ვასო ურუშაძე.