კარგად ესმის, რომ თუ ცილებს არ მიიღებს, ყველაფერი ფატალურად დამთავრდება, მაგრამ ეს არ შეუძლია - ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ომბუდსმენის კონსილიუმის წევრი ექიმები ისევ განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საკვების მიღება არ შეუძლია. გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ მას კარგად ესმის, რომ თუ ცილებს არ მიიღებს, შედეგი შეიძლება ფატალური იყოს, მაგრამ ეს არ შეუძლია.

"საქმე იმაშია, რომ მარტო მედიკამენტოზური მკურნალობა, იმ დაავადებების, რომლებიც მას აქვს, არ არის საკმარისი. ის იმიტომ კი არ შიმშილობს, რომ მას საჭმელი არ ეძლევა, ის იმიტომ შიმშილობს, და განსაკუთრებით ცილებს ვერ იღებს, იმიტომ, რომ მას არ შეუძლია, ეს არის სწორედ ანორექსიის დიაგნოზი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სამედიცინო დიაგნოზი, მას უნდა ჭამა, იცის, ძალიან კარგად ათვიცნობიერებს იმას, რომ თუ არ მიიღებს ცილებს, მისი მდგომარეობა გაუარესდება და დამთავრდება ყველაფერი ფატალურად, ეს მას ძალიან კარგად ესმის, მაგრამ ეს არ შეუძლია", - ამბობს ექიმი გიორგი გრიგოლია. 

ნევროლოგი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ დანიშნულ მედიკამენტებს მიხეილ სააკაშვილი იღებს, თუმცა, როგორც ჩანს არ მოქმედებს. მისი თქმით, საკვების უმეტესობაზე პაციენტი ამბობს, რომ გულის რევა აქვს, მან წონაში 10 კგ დაიკლო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი