მიხეილ სააკაშვილის ოჯახის საგანგებო განცხადება და სამოქმედო გეგმა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და სამოქმედო გეგმა წარადგინეს. 

ისინი ამბობენ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებასთან დაკავშირებით, საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა სურთ. ასევე, ისინი აპირებენ შეხვედრებს ექიმებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც, ისინი უკვე უწყვეტ საპროტესტო აქციიებს აანონსებენ.

ამბობენ, რომ აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება - ისინი 6 მაისს, ბათუმში ჩანიშნულ აქციასაც შეუერთდებიან. კონკრეტული გეგმა და თარიღები კი მომდევნო დღეებში გასაჯაროვდება. 

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი განმარტავს, რომ ისინი არ ითხოვენ მესამე პრეზიდენტის შეწყალებას და მათი მოთხოვნა მხოლოდ სასჯელის გადავადება და მისი საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გადაყვანაა. 

მიხეილ სააკაშვილის ძმების განცხადება სრულად:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი