ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის ნიშნებით ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე შეიყვანეს

გამოქვეყნდა:

ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის ნიშნებით ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით მათ გამოკვლევები უტარდებათ.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, აღნიშნული ორი მოქალაქე ინფრასტრუქტურული პროექტზე მუშაობენ. მისივე განმარტებით, ეპიდემიოლოგები უკვე გასულები არიან და იკვლევენ, აიღებენ სინჯებს.

"დღეს კიდევ არის 2 ჩინეთის მოქალაქე შესული ინფექციურ საავადმყოფოში, ისინი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის დაქირავებული მუშახელი, რომლებიც მუშაობენ ერთ-ერთ რაიონში. იქ უკვე ჩვენი ეპიდემიოლოგები არიან წასული და დღესვე იქნება მათზე პასუხი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„მთავარის“ გადამღებ ჯგუფს კი დილით ინფექციურ საავადმყოფოში ახალი პაციენტების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს. ამირან გამყრელიძის თქმით, საავადმყოფოს პაციენტების შესახებ ინფორმაცია არ დაუმალავს.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, დაფიქსირებულია 3143 ახალი შემთხვევა, ლაბორატორიულად სულ დადასტურებულია 31 161 შემთხვევა, დაკვირვების ქვეშაა 26 000 მეტი ადამიანი. დაიღუპა 636 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1540 ადამიანი.

ვირუსი ჩინეთის გარდა დაფიქსირებულია 25 ქვეყანაში, სულ 227 შემთხვევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი