თბილისის ზღვა რეგულაციების მიღმა - უკონტროლო დასვენება და კორონავირუსის გავრცელების საფრთხე

გამოქვეყნდა:

უკონტროლო დასვენება თბილისის ზღვაზე. დარღვეული რეგულაციები, დისტანცია და უსაფრთხოების ნორმები. მოსახლეობა რეკომენდაციების გათვალისწინებას ითხოვს.

ეპიდემიოლოგების ერთ-ერთი რეკომენდაცია შეზლონგებს ეხება. ყოველი მომხმარებლის შემდეგ მისი სადენზიფექციო ხსნარით დამუშავებისკენ მოგვიწოდებენ. თუმცა, როგორც "მთავარ არხს" შეზლონგების გამქირავებელი უყვება, დეზინფექცია მხოლოდ დილაობით ტარდება.

აუზების დახურვის შემდეგ, მოსახილეობის დიდი ნაწილი თბილისის ზღვას სტუმრობს, თუმცა თავდაცვა მხოლოდ ინდივიდუალურად უწევთ. ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები რეგულაციებზე საუბრობენ. ყურადღებას ამახვილებენ შეზლონგების სადენზინფექციო ხსნარით დამუშავებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კორონავირუსის გადაცემის ერთ-ერთ გზად მოიაზრებენ.

თბილისში უკონტროლო სანაპირო ზოლები არსებობს, თუმცა აუზები ისევ დაკეტილია. მფლობელები კვლავ გაურკვეველ სიტუაციაში არიან, ჯერ კიდევ არ იციან დაახლოებით რიცხვიც კი როდის შეიძლება გაიხსნან აუზი. თუმცა რეკომენდაციების დიდი ნუსხა აქვთ, რომლის შესრულებაც თითქმის წარმოუდნებელი და დიდი ზარალის მომტანია.

აუზების ფუნქციონირებისთვის გასათვალისწინებელი რეგულაციების ჩამონათვალში  ვკითხულობთ , რომ შეზლონგი ყოველი გამოყენების შემდეგ , უნდა დამშავდეს სადემზინფექციო ხსნარით და კარკვევით წერია 2 მეტრიანი დისტანციის შესახებ თუმცა როგორც ჩანს ეს   დედაქალაქში არსებულ  წყალსაცავებსა და ტბებზე არ ვრცელდება. 

ზაფხულის ცხელ სეზონზე განტვირთვამ და გაგრილებამ შესაძლოა სახიფათო შედეგამდე მიგვიყვანოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი