ტყე ივანიშვილის ცოლისთვის - ჭორვილასთან მწყრის, კაკაბისა და ხოხბის ფერმას აშენებენ

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილმა ახალი გასართობი იპოვა -  კალიფორნიული და იაპონური მწყერი, ხოხბების, კაკბების და გნოლების იშვიათი სახეობები პირდაპირ ოლიგარქის მდიდრული სუფრისთვის. 
ამ ყველაფერს მილიარდერი ისევ ქვეყნის ხარჯზე მიიღებს. სატყეო სააგენტოში უკვე დევს მოთხოვნა, რომ ჭორვილასთან ახლოს, 12 ჰექტარი ტყე ივანიშვილის მეუღლეს გადაეცეს 49 წლით,  სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. 
ვიდრე ოფიციალური ბიუროკრატია განაცხადს დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს,  ჭორვილაში დროს არ კარგავენ და უკვე აშენებენ სასაკლაოსაც და ვოლიერებსაც. ანუ, ოლიგარქმა წინასწარ იცის, რომ სატყეოს გადაწყვეტილება მისთვის სასარგებლო იქნება. 

ეს ალბათ ერთადერთი სამონადირეო მეურნეობაა მსოფლიოში, რომლის პერიმეტრს სამართალდამცველები განსაკუთრებულად აკონტროლებენ და სადაც იშვიათ სახეობებს საქართველოს კანონის დარღვევით მოაშენებენ, რადგან უცხო სახეობებმა ადგილობრივი ფაუნა შესაძლოა მთლიანად გაანადგუროს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი