გურიაში ასეულობით ოჯახი წლებია ელოდება ბინებით უზრუნველყოფას, რადგან მათი საცხოვრებელი სახლები სტიქიურმა მოვლენებმა იმ დონეზე დააზიანა, რომ იქ ცხოვრება აღარ შეიძლება. საუბარია ადამიანებზე, ვისი სოციალური მდგომარეობაც განსაკუთრებულად მძიმეა.
ამ ფონზე კი ბიუჯეტის ფულით სახლი ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უყიდეს, თანაც ისე, რომ არავის გახსენებია წლებით მომლოდინე სხვა ოჯახები და თან სახლში, რომელიც თითქოს ავარიული იყო, ისევ ჩინოვნიკის ოჯახი ცხოვრობს.