
მოსწავლის ჩაგვრის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით უკმაყოფილო ოჯახი გამოძიების დაჩქარებას მოითხოვს. განცხადება მათ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში შეიტანეს.
მშობლები და ადვოკატი 11 წლის ბიჭზე თანაკლასელებისა და მასწავლებლის მხრიდან შესაძლო ჩაგვრის მონაწილე პირების გამოკვეთას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მასწავლებელი, რომელმაც ბავშვს ზიანი მიაყენა, სკოლაში არ უნდა მუშაობდეს, მით უფრო, რომ იგი დღესაც, სკოლის დერეფანში შეხვედრისას ბავშვს ლანძღავს. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, არასრულწლოვანს ფსიქიკური ტანჯვა და ზიანი მიადგა.
ბიჭის ბებია ამბობს, მისი შვილიშვილზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოზარდმა სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა.