9 წლამდე პატიმრობა წინაპრების მიწის დაკანონების გამო. ბაღდათში მალე შესაძლოა დაკავებების სერია დაიწყოს. ადგილობრივებს, კურორტ საირმის მიმდებარედ, მიწების თაღლითურად გადაფორმებას, მერიის თანამშრომლებს, კი ყალბი დოკუმენტების დამზადებას ედავებიან.
ადამიანებს, რომლებიც მიწის ნაკვეთებს ათეული წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და მათი დაკანონება
მხოლოდ ხელისუფლების ბრძანების საფუძველზე შეძლეს, ახლა ციხით ემუქრებიან.
გამოძიება 14 კერძო მესაკუთრის წინააღმდეგ უკვე მიმდინარეობს, მათ შორის შვიდს ოფიციალურად ბრალდებულის სტატუსი აქვს, თუმცა გისოსებს მიღმა შესაძლოა ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი აღმოჩნდეს.