საქართველოს ფოსტა გადაწყვეტილებას ცვლის და ომის მიმდინარეობისას უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას ისევ ფასიანს ხდის. მოქალაქეები, რომლებიც უკრაინელებს ომის დაწყების პირველი დღეებიდან სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ დახმარებას უფასოდ უგზავნიდნენ, ახლა ნებისმიერ გზავნილში წონის მიხედვით კონკრეტული თანხა უნდა გადაიხადონ. ირკვევა რომ კომპანიამ 1 კგ გზავნილზე 115 ლარი დააწესა.
"მთავარი არხი" საქართველოს ფოსტას დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე კომპანია ამ დრომდე განმარტებები არ გაუკეთებია. იყო თუ არა ეს ხელისუფლების დაკვეთა - მმართველ პარტიაში არ საუბრობენ.
ავტორი: ნატა ჯახუტაშვილი