მიხეილ სააკაშვილი ექიმების დასკვნის მოლოდინში | გადაიყვანენ თუ არა მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი მედიკოსების დასკვნის მოლოდინშია. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით ხელისუფლების სავარაუდო პოზიცია სულ უფრო მკაფიო ხდება. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს ფაქტობრივად აღიარა, რომ კითხვის ნიშნები არსებობს, მაგრამ კვლევების შედეგები ყველაფერს გადაწყვეტს.

პარალელურად, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა პოლონეთის პოზიცია. არაერთი მხარდაჭერისა და სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საქმეში ჩართულობის შემდეგ ოფიციალურმა ვარშავამ სააკაშვილის ოჯახს შეატყობინა, რომ ზრუნვას აგრძელებს და აქტიურად იქნება ჩართული პროცესში მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანამდე და სრულ გამოჯანმრთელებამდე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი