უკვე მესამე დღეა, მიხიელ სააკაშვილი, კლინიკა "ვივა მედში" იმყოფება, თუმცა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჩატარებული კვლევების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია. მმართველი პარტია ჯერ კიდევ სამედიცინო დასკვნის გასაჯაროებამდე, უკვე წინასწარ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირება საჭირო არ არის და მესამე პრეზიდენტი სიმულიანტობს.
ირაკლი კობახიძის ეს განცხადება ღიად მიანიშნებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უკვე წინასწარ იცის, რას ჩაწერენ "ვივა მედის" ექიმები მიხეილ სააკაშვილის შესახებ მომზადებულ დასკვნაში, რომელიც სავარაუდოდ სწორედ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მზადდება.
ექიმები კი მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად, საგანგებო მიმართვას ავრცელებენ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, პოლიტიკური შურისძიების ნაცვლად, მედიკოსებს მოუსმინოს.