გორში, მიუსაფარმა ძაღლმა მცირეწლოვანი დაკბინა. შემთხვევა წმიდაწყლის დასახლებაში მოხდა. ბავშვს დაზიანებები სახეზე აქვს და ჭრილობის სიმძიმის გამო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
მომხდართან დაკავშირებით ბავშვის მშოველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ძაღლის საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან განრიდებას ითხოვს, რადგან მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს.