ხვალ, ზუსტად 10 საათზე, საქალაქო სასამართლო ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღძრულ აბსურდულ საქმეზე საბოლოო განაჩენს გამოაცხადებს.
საქმე, რომლის აბსურდულობაზეც დღეს კიდევ ერთხელ გაავრცელეს განცხადება სახალხო დამცველმა, მედიის ადვოკატირების კამპანიამ, საერთორისო გამჭვირვალობამ და ყველა იმ ორგანზიაციამ თუ აქტორმა, ვინც პირველივე დღეებიდან აკვირდებოდა "მთავარი არხის" დამფუძნებლის წინააღმდეგ აგორებულ 3 წლიან საგას.
სამართლებრივი დეტალების განხილვით დღეს თავს აღარ შეგაწყენთ, ეს დეტალები ამ სამი წლის განმავლობაში არაერთხელ განვიხილეთ და მხოლოდ სახალხო დამცველის მოსაზრებას გაგაცნობთ, რომ წამროდგენილი საქმით შეუძლებელია როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე კოპრორაციული პასუხისმგებლობის დაყენება.
დღეს გვინდა თავად ნიკას მოვუსმინოთ, ადამიანს, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში უკომპრომისო ბრძოლის პირადი მაგალითი იყო ჩემთვისაც, "მთავარი არხის" მთელი გუნდისთვის, და საერთოდ ყველასთვის - ვისთვისაც ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენი შვილების თავისუფლება სულ ერთი არ არის. მაშ ასე, მაიკო ლომიძის მთავარი ინტერვიუ - თავისუფლების მთავარ მედროშესთან.