რეფერენდუმი ოკუპირებულ სამაჩაბლოში | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

17 ივლისი, 2022 წელი - ე.წ. რეფერენდუმი ე.წ. სამხრეთ ოსეთში - საოკუპაციო რეჟიმმა კენჭისყრა უკვე ჩანიშნა. რუსეთმა და მისმა მარიოენეტბმა უკვე გამოაცხადეს, რომ საქართველოს სხეულიდან გულს ამოგლეჯენ და რუსეთის ფედერაციას მიუერთებენ.

გასაგებია, რომ ამ ანექსიას დედამიწაზე არავინ აღიარებს, გარდა კრემლისა და მისი მარიონეტი რეჟიმებისა, ისიც გასაგებია, რომ საქართველოს ამ ნაწილიში 2008 წლის შემდეგ ეფექტურ კონტროლს სწორედ კრემლი ახორციელებს. მაგარამ უნდა გავისხენოთ, რომ საქმე გვაქვს რუსეთის მხრიდან ისეთი მაშტაბის პროვოკაციაზე და გამოწვევაზე ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომლის მსგავსიც 2008 წლის შემდეგ არ ყოფილა.

წესით, ეს საკითხი უნდა იყოს მთავარი, რომელითაც უნდა იწყებდეს და ასრულებდეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება თავის სამუშაო დღეს, საჯარო გამოსვლებს, წესით ამაზე უნდა ველაპარაკებოდეთ ყველას, დიდი შვიდეულის სამიტზე თუნდაც დაუპატიჟებელი სტუმრის რანგში უნდა ჩავდიოდეთ და ვახსენებდეთ, რომ ომი უკრაინაში გაცილებით ადრე, 2008 წელს დაიწყო და დაიწყო საქართველოდან.

საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერსების დაცვის ნაცვლად კი "ქართული ოცნება" მხოლოდ ივანიშვილს იცავს, უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებს და დასავლეთს ულტიმატუმს იყენებს - ივანიშვილის დასანქცირება არ გაბედოთ, თორემ მერე თქვენს თავს დააბრალეთო. არადა დიდი გეოპოლიტკური რუკა რომ ჩვენს თვალწინ იცვლება, ამის დასტურად თუნდაც ფინეთისა და შვედეთის მაგალითიც საკმარისი იქნება.

ქვეყნები, ნეიტრალიტეტის მყარი ტრადიციებით, ხვალ უკვე ნატოს შუერთდებიან. რადგან ყველა ხვდება, რომ რუსეთის სამეზობოლოში მშვიდობის გარანტია კოლექტიური თავდაცვაა... და არა ღარიბაშვილის მიერ უნიჭოდ ჩამოყალიბებული სადღეგრძელოები მშვიდობაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი