წინა გადაცემაში გაჩვენეთ, რომ ივანიშვილს "კრედიტ სვისი" ფულს არ უხდის, და მიზეზად შექმნილ გეოპოლიტიკურ რეალობას ასახელებდა. სხვა სიტყვებით ეს მოსალოდნელი სანქციების შესახებ მინიშნება იყო. "პოსტ ფაქტუმის" რეპორტაჟის პასუხად კი თავად ივანიშვილისა და "ოცნების" რეაქციებმა კიდევ უფრო შოკისმომგვრელი რეალობა დაანახა შვეიცარელ ბანკირებსაც და ჩვენს საზოგადოებასაც.
თავად ივანიშვილის ადვოკატმა აღიარა, რომ თურმე ოლიგაქრს არც თავის ძვირადღირებულ ნახატებს აღარ ატანენ საცავებიდან, და ახალი ვერტმფრენიც კი დიდი დავიდარაბის შემდეგ გამოატანეს საქართველოში. მაგრამ გამოჩნდა და თავად "ქართული ოცნების" ხელით დამტკიცდა მთვარი, რომ ივანიშვილი კვლავაც რეალურ, ჩრდილოვან მმართველად რჩება და მმართველი პოლიტიკური გუნდის ფუნქციაც და მიზანიც სხვა არაფერია, თუ არა მილიარდერის მსახურება, დაცვა და მისი ყველა ხუშტურის დაკმაყოფილება.
და მაინც, რატომ გააქტიურდა უკრაინაში ომის დაწყების პარალელურად ივანიშვილი ხელოვნების ნიმუშების ბაზარზე, რისი გაყიდვა ან ყიდვა უნდოდა და რატომ ახლა, როცა ომია, როცა ამისთვის არავის სცხელა და ფულიანი რუსებიც სანქიცრებულები არიან.
როგორც ჩვენმა ჟურნალისტმა, დათო აბრამიშვილმა გაარკვია, ნახატებით ვაჭრობა სწორედ ის შავი ხვრელია, რომლის გამოყენებით ახლა სანქცირებული ოლიგარქებიც კი ასეულობით მილიონს ქაჩავენ ოფშორულ ანგარიშებზე. ცალკე საკითხია ხორბლის თემა, რომელთან ივანიშვილის შესაძლო კავშირს უკევ საერთაშორისო დონეზე იკვლევენ და რასაც ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრიც გვიდასტურებს.