"მედიასთან ომს ვერავინ მოიგებს" - ჟურნალისტების სოლიდარობის აქციები გორსა და ქუთაისში

გამოქვეყნდა:

ხელები შორს კრიტიკული მედიისაგან, სოლიდარობა და თავისუფლება ნიკა გვარამიას -ნიკა გვარამიას და მთავარი არხის სოლიდარობის აქციები იმართება გორსა და ქუთაისში. 
ამ წუთებში გორის მთავარ მოედანზე ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი მთავარი ოპოზიციური არხის დახურვის  და კრიტიკული ჟურნალისტების გაჩუმების მცდელობად აფასებენ მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ნიკა გვარამიამ გისოსებს მიღმა 3 წელი და 6 თვე უნდა გაატაროს.

"მედიასთან ომს ვერავინ მოიგებს"- ამ დევიზით ქუთაისში ჟურნალისტები  იკრიბებიან. მედიის წარმომადგენლები "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობას აპროტესტებენ . 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი