საქართველოში დააპატიმრეს ოპოზიციური მედიის მფლობელი, რაც კიდევ უფრო აძლიერებს შეშფოთებას ქვეყანაში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით - "ამერიკის ხმა"

გამოქვეყნდა:

საქართველოში დააპატიმრეს ცნობილი ოპოზიციური მედიის მფლობელი - ამ სათაურით ეხმაურება "ამერიკის ხმა" ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს და სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლომ სამ წელზე მეტი პატიმრობა მიუსაჯა ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტელევიზიის მფლობელს, რომელიც აკრიტიკებს მთავრობას და რამაც კიდევ უფრო გააჩინა შეშფოთების მიზეზი ქვეყანაში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განაცხადა, რომ ნიკა გვარამია, წამყვანი და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარის“ მფლობელი, დამნაშავედ ცნეს იმ ტელევიზიისთვის ფინანსური ზიანის მიყენებაში, რომელსაც მანამდე მართავდა.

მას სამწელიწად-ნახევარი მიუსაჯეს, გისოსებს მიღმა.

გვარამია, ასევე, იყო საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, რომელიც იხდის ექვსწლიან სასჯელს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის - ბრალდება მან უარყო და თქვა, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული.

გვარამიამ განაცხადა, რომ მისი საქმე კრიტიკული მედიის გაჩუმებას ისახავდა მიზნად",- ნათქვამია სტატიაში. 

მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ განაჩენი უკანონოა და დასძინა, რომ „გვარამია პოლიტიკურ ტყვეობაში გადაიყვანეს“.

”საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური რეპრესიები.დემოკრატიულ ქვეყნებში ჟურნალისტებს განსხვავებული შეხედულებების გამო არ აპატიმრებენ“,- განუცხადა საძაგლიშვილმა AFP-ს.

ამერიკის ხმა" მიმოიხილავს არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის გამოხმაურებებს, რომელიც სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე: 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ განცხადებაში წერდა, რომ განაჩენი იყო „პოლიტიკური დევნის კამპანიის გაგრძელება, რომელსაც მთავრობა ახორციელებდა წლების განმავლობაში ოპონენტების წინააღმდეგ“.

"საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ კვირას განაცხადა, რომ მისმა ოფისმა შეისწავლა გვარამიას საქმე და დანაშაულის დამადასტურებელი საბუთი არ აღმოუჩენია".

საქართველოში ოპოზიციური ტელევიზიების ხელმძღვანელები და მენეჯერები დიდი ხანია ადანაშაულებენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მთავრობას დამოუკიდებელი ხმის ჩასახშობად, სასამართლოს გამოყენებაში - წერს "ამერიკის ხმა"

სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს რეიტინგი „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მედიის თავისუფლების ინდექსში 2021 წლის 60-ე ადგილიდან, წელს 89-ე ადგილზე დაეც

"2015 წლის ოქტომბერში ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მთავრობის შუამავალი დაემუქრა ფარულად ჩაწერილი ვიდეოების გამოქვეყნებით, რომელზეც მისი თქმით, აღბეჭდილია მისი „პირადი ცხოვრება“, რათა იძულებული გაეხადათ იგი დაეტოვებინა ჟურნალისტიკა.

2007-2009 წლებში მას ეკავა რამდენიმე სამთავრობო თანამდებობა სააკაშვილის კაბინეტში"- ნათქვამია სტატიაში. 

"ამერიკის ხმა" აღნიშნავს, რომ საქართველოში დამოუკიდებელ მედიას ხშირად აქვს პრობლემები და დაძაბული ურთიერთობა ხელისუფლებასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, 1991 წელს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი