"გამოვდივარ ინიციატივით, გავაკეთოთ დახმარების ფონდი და მე პირადად ვაცხადებ, რომ დღესვე მზად ვარ, პირველ შენატანს, 10 ათას ლარს მე შემოვდივარ ამ ფონდში და მოვუწოდებ ყველას, რომ იგივე გავაკეთოთ. ეს არხი როგორც იყო ლიდერი თავისუფალი სიტყვის, უნდა დარჩეს ფლაგმანი და კიდევ წინ წავიდეს" - ამის შესახებ რუსთავი 2ის დამფუძნებელი დავით დვალი კრიტიკული მედიასაშუალებების საერთო, საგანგებო ეთერში საუბრობს.
რაზეც, ეკა კვესიტაძემ თქვა, რომ უახლოეს დღეებში ეს საკითხი მოგვარდება და ანგარიშის ნომერიც გამოქვეყნდება.