"მთავარ არხს" მაყურებლის იმედი აქვს. ბოლო ერთ დღეში, ნიკა გვარამიას დაკავებიდან და არხის ფინანსური პრობლემების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებიდან, ჩვენ მივიღეთ ასობით შეტყობინება, გზავნილი და სიტყვიერი დაპირება, ყველაზე მსხვილი, კრიტიკული მედიასაშუალების დახმარების პირობით.
ჩვენთვისვე მოულოდნელად მხარდაჭერის მასშტაბი სავარაუდოზე დიდი აღმოჩნდა და ახლა "მთავარი არხი" ბოლო საბანკო და იურიდიულ დეტალებს აგვარებს სპეციალური ფონდის ჩამოსაყალიბებლად.
ხვალიდან ჩვენ გავასაჯაროებთ ანგარიშს, რომელზეც ჩვენს მხარდამჭერებს თანხის ჩარიცხვა შეეძლებათ. "მთვარი არხი" მადლიერებით მიიღებს ნებისმიერ დახმარებას და ყველაფერს გააკეთებს თქვენი იმედების და ფინანსური წვლილის გასამართლებლად.