ჩვენ ვთხოვეთ აშშ-ს ელჩს და მისი სახით შტატებს, რომ გამოიყენონ ყველანაირი ბერკეტი, რომ ნიკა გვარამია გათავისუფლდეს - გიორგი გაბუნია კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

მოლოდინი და განწყობა არის პოზიტიური. ვისაუბრეთ ერთობლივად, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ნიკა იყოს თავისუფალი და ეს იყოს ბოლო შემთხვევა, როდესაც ასეთ უსამართლო განაჩენთან გვექნება საქმე - განაცხადა გიორგი გაბუნიამ აშშ-ს საელჩოდან გამოსვლის შემდეგ, სადაც 4 ტელეკომპანიის ხელმძღვანელი ელჩს, კელი დეგნანს ხვდებოდა.

შეხვედრისთვის თავდაპირველად ნახევარი საათი იყო გამოყოფილი, თუმცა ის საათნახევარი გაგრძელდა. როგორც გიორგი გაბუნიამ განაცხადა, დეტალებს, ასევე დიპლომატის პოზიციაზე ვერ ისაუბრებს, რადგან აუდიენცია დახურული იყო და დეტალების გასაჯაროების უფლება არ აქვთ

"მთავარი, რაც მე შემიძლია ვთქვა და გავიმეორეო, მთავარი საკითხი, რომელიც ჩვენთვის პრინციპულად დგას, ეს არის ნიკას თავისუფლება და ჩვენ ვთხოვეთ აშშ-ს ელჩს და მისი სახით შტატებს, რომ მათ გამოიყენონ ყველანაირი ბერკეტი, რომელიც მათ ხელთ არის, რომ ნიკა და მისი სახით მედია გათავისუფლდეს და დაუბრუნოს თავისუფლება. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკას შეუძლია და მომხდარა არაერთხელ, რომ განახორციელოს შესაბამისი ზეწოლა და გადმოიყავნოს "ქართული" ოცნება დროებით მაინც, სწორ რელსებზე.

ელჩის პასუხებთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყივთ, არ მაქვს ამის უფლება. ეს იყო დახურული შეხვედრა ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ." განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი