თავისუფალი სიტყვის დასაცავად ჟურნალისტების ნაწილი ისევ ქუჩაში გადის და აქციებს იწყებს. "ვიბრძვით მთავარისთვის" ამ დევიზით კრიტიკული მედიის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და "მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სოლიდარობას გამოუცხადებენ.
აქცია მსვლელობა საღამოს 7 საათზეა დაგეგმილი, ის რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება, რის შემდეგაც პარლამენტთან გადაინაცვლებს და "მთავარი არხის" ოფისთან დასრულდება. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები აქციაზე ელოდებიან ყველას ვისთვისაც მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება.
თბილისის პარალელურად, სოლიდარობის აქცია გაიმართება ბათუმშიც. შეკრება 6 მაისის პარკშია დაანონსებული - ყველამ ერთად ვიბრძოლოთ სიტყვის თავისუფლებისთვის და ქვეყნის მომავლისთვის - ეს არის იმ ადამიანების გზავნილი, რომლებიც აქციაზე მისვლას გეგმავენ.
დაანონსებულ შეკრებაზე მისვლას გეგმავენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი ბათუმელები.