"ვიბრძვით მთავარისთვის" | რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები და მედია მენეჯერები იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

"ვიბრძვით მთავარისთვის" - რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები და მედია მენეჯერები იკრიბებიან.

აქცია-მსვლელობა საღამოს 7 საათზე იყო დაგეგმილი, ის სწორედ რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება, რის შემდეგაც პარლამენტთან გადაინაცვლებს და "მთავარი არხის" ოფისთან დასრულდება. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები აქციაზე ელოდებიან ყველას ვისთვისაც მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება. 

თბილისის პარალელურად, სოლიდარობის აქცია გაიმართება ბათუმშიც. შეკრება 6 მაისის პარკშია დაანონსებული - ყველამ ერთად ვიბრძოლოთ  სიტყვის თავისუფლებისთვის და ქვეყნის მომავლისთვის - ეს არის იმ ადამიანების გზავნილი, რომლებიც აქციაზე მისვლას გეგმავენ. 

დაანონსებულ შეკრებაზე მისვლას გეგმავენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი ბათუმელები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი