ახალი მავთულხლართები და დარღვეული საზღვარი | თავდაცვის უწყება თავს იმართლებს

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების მორიგი პროვოკაცია და საქართველოს თავდაცვის უწყების გაუგებარი თავის მართლება. დღეს მედიაში გავრცელდა ოკუპირებული ცხინვალის სიახლოვეს, სოფელ მერეთთან გადაღებული ვერტმფრენის კადრი.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ეს რუსული საფრენი აპარატი იყო, სავარაუდოდ მი-8, რომელიც ცხინვალის მხრიდან ქართული სოფლების თავზე შემოფრინდა და შემდეგ უკან დაბრუნდა. ამ ფაქტს დაემთხვა სწორედ მერეთის მიმდებარედ რუსების მიერ უკანონო ბორდერიზაციის და მავთულხლართების გავლების პროცესის განახლება.

ჟურნალისტების კითხვას საქართველოს კონტროლირებად სივრცეში რუსული ავიაციის შემოჭრის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ მოულოდნელი პასუხი გაგვცა. უწყება ამტკიცებს, რომ რუსები უდანაშაულო არიან და ეს ქართული ვერტმფრენი მი-24-ია, რომელიც ახალციხიდან თბილისში გორის გავლით მიფრინავდა. ამ განმარტების შემდეგ მთვარ არხს უფრო მეტი კითხვა გაუჩნდა.

ავტორები: გიორგი ახალკაცი, ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი