"დვალი ტუტ, 10 000 ტუტ" - პირველი შენატანი "მთავარი არხის" გადასარჩენად დავით დვალმა გააკეთა

გამოქვეყნდა:

"დვალი ტუტ, 10 000 ტუტ" - პირველ შენატანს "მედიის თავისუფლების ფონდში" დავით დვალი აკეთებს.
ფონდის პრეზენტაცია  "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში შედგა და მისი დანიშნულება ამ ეტაპზე, რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი "მთავარი არხის" დახმარებაა:

"დიდი პატივია ჩემთვის, რომ ამ მებრძოლ კოლექტივს ამოვუდგე გვერდში ყველაზე კრიტიკულ ჟამს ოღონდ არამარტო მთავარისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ის, რაც ახლა ხდება ქვეყნის თავს, იგივე ნიკა გვარამიას დაპატიმრება და ბევრი სხვა, რაც ბოლო დროს პროცესები ვითარდება, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის დივერსია ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ" ამბობს დვალი.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად აფუჭებს ქვეყნის რეპუტაციას იმ ისტორიული გადაწყვეტილების წინ, რომელიც ევროპამ დაახლოებით 1 თვეში უნდა მიიღოს საქართველოსთან მიმართებაში. დვალის თქმით, "მთავარი არხი" არ იქნება ერთადერთი და სხვა კრიტიკული მედიების ჯერიც დადგება:

"ჩემთვის დიდი პატივია ამ ხალხის  გვერდით ყოფნა იმიტომ, რომ დაამტკიცეს ყველანაირად, რომ არიან მებრძოლები და შეუპოვრები. ამიტომ ვთხოვ გამძლეობას. მესმის, რამდენად მძიმეა ნიკას გარეშე რაღაც პერიოდი, მაგრამ დამერწმუნეთ, მე ოპტიმისტი ვარ , მე ვიცი რომ ნიკაც გარეთ იქნება, თქვენთან იქნება, არხიც კარგად იქნება და ქვეყანაც კარგად იქნება. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ვისაც შეუძლია, მომბაძოს..." თქვა დავით დვალმა.

ის კერძო კომპანიებს მიმართავს და მოუწოდებს, განათავსონ რეკლამა "მთავარ არხზე" და კრიტიკულ მედიებში - "განათავსეთ რეკლამა მთავარზე, ოპოზიციურ არხებზე. ამით გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა. ამით მხარს დაუჭერთ არა მთავარ არხს, არამდე საქართველოს მომავალს"  ამბობს დავით დვალი.  

იხილეთ ასევე:

"მედიის თავისუფლების ფონდი" "მთავარი არხის" გადასარჩენად [იხილეთ რეკვიზიტები]
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი