უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია საქართველოში ჩამოასვენეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ იზიუმთან დაღუპული ქართველი გმირი, რატი შურღაია გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს.

სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება, ხვალ კი სახლში გადაასვენებენ.

აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი.

"საყვედურობდნენ ბიჭები, დედაშენს რომ ტოვებ, არ გეცოდებაო? დედაჩემი ძლიერიაო და გაუძლებსო... და დამთავრდა ბოლო ასე ჩვენი. პირველად რომ დაიჭრა, ვიცი რომ საავადმყოფოში წაიყვანეს. ერთი ძლიერ დაჭრილი ვინც იყო, იმას არ დაუტოვებია, დანარჩენებმა დატოვეს საავადმყოფო, წამოვიდნენ ადრე - მესამე დღეს, როცა 3 კვირა უნდა ყოფილიყვნენ. ბიჭები სპეცოპერაციაზე მიდიანო და მე მაგათთან უნდა ვიყოო", - თქვა რატი შურღაიას დედამ, ნინო პაპასკირმა.

ქართველ გმირს სამშაბათს, ვაზისუბნის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რატი შურღაიამ ბრძოლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და კანტუზია განუვითარდა. იგი მკურნალობის კურსის დასრულებამდე ისევ ჩაერთო საომარ მოქმედებებში, რის გამოც მდგომარეობა გაურთულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

უკრაინაში, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე 10-ზე მეტი ქართველი დაიღუპა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი