შსს-მ ბორჯომში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. მწვანე მონასტრის ტერიტორიაზე, ბოლო ზარის მანქანა, რომელშიც 4 მე-12 კლასელი იჯდა, მდინარეში გადავარდა. ერთი მოსწავლე ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბორჯომის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები აქვთ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.