„საქართველოს საეჭვო განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე“ | CEPS-ის სტატია ნიკა გვარამიას დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

„საქართველოს საეჭვო განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე“ - ამ სახელწოდებით აქვეყნებს სტატიას 
"ევროპული პოლიტიკის შესწავლის ცენტრი" და საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებს მიმოიხილავს. სტატიაში საუბარია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზეც. 

გთავაზობთ სტატიას ქართულ ენაზე:

"რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, 3 მარტს, უკრაინის შემდეგ და მოლდოვასთან ერთად, საქართველომ წარადგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ევროპულმა საბჭომ მოიწვია ევროკომისია, რათა მან დააფიქსიროს საკუთარი აზრი ამ სამი შემთხვევიდან თითოეულზე და მოსალოდნელია, რომ ეს ივნისის დასაწყისში მოხდება.

ევროპული პოლიტიკის შესწავლის ცენტრმა აიღო ინიციატივა, მოემზადებინა საკუთარი მოსაზრებები ამ განაცხადების შესახებ, როგორც ეს უკვე გააკეთა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში. მან დაასკვნა, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს „კანდიდატის“ სტატუსი ორივე ამ ქვეყანას.

თუმცა, საქართველო პარადოქსია. ერთის მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ეკონომიკური ნაწილების განხორციელება შთამბეჭდავი ნაბიჯები იყო. ამ მხრივ მან აჯობა არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ კანდიდატ სახელმწიფოს. ქვეყანამ დიდწილად აღმოფხვრა ძალიან გავრცელებული კორუფცია და თან უკეთესი შედეგით, ვიდრე ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ.

თუმცა, მეორე მხრივ, მისი პოლიტიკური რეჟიმი წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით. პრობლემების შუაგულში დგას ეფექტური პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია არარჩეული და არაანგარიშვალდებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელიც განასახიერებს სახელმწიფოს ხელში ჩაგდების პარადიგმას.

2018 წელს, ბატონი ივანიშვილი პასუხისმგებელი იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების მოსყიდვის ყველაზე ამაზრზენ შემთხვევაზე, როდესაც სახელმწიფომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის საბანკო დავალიანებები დაფარა. 2020 წლის ნოემბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს კი მოჰყვა ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას დაპატიმრება, რასაც ოპოზიციური პარტიების მიერ ახალი პარლამენტის ბოიკოტი მოჰყვა.

ეს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ჩაცხრა, როდესაც 2021 წლის მაისში თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შუამავლობდა მხარეებს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას. მაშინ ევროკავშირი გაოგნებული და შეძრწუნებული დარცა, როდესაც მთავრობამ 2021 წლის ივლისში უარი თქვა შეთანხმების საკვანძო პუნქტის შესრულებაზე.

პოლიტიკური რეჟიმის კიდევ ერთი შემაშფოთებელი მახასიათებელი არის მისი ჩარევა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და წამყვანი მედია პიროვნებების წინააღმდეგ მაღალი დონის სასამართლო გადაწყვეტილებებში. იყო „პოლიტიზებული მართლმსაჯულების“ განმეორებითი შემთხვევები, რომლებიც ფართოდ გააკრიტიკეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ.

ბოლო შემთხვევა 16 მაისს მოხდა, როდესაც სასამართლომ 3.5 წლით მეტი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიას, რომელიც ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას. გადაწყვეტილების გამოტანა მოხდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ და დაახლოებით სამი კვირით ადრე, სანამ ევროკომისია ამ საკითხზე საკუთარ აზრს გამოთქვამს.

ლოგიკური იქნებოდა, გვევარაუდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის ისტორიულ გადაწყვეტილებას მოჰყვებოდა სიგნალები, რომ საქართველო ახლა მტკიცედ დგას პოლიტიკური და სასამართლო პრაქტიკის რეფორმის გზაზე, რათა ისინი უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს შეუსაბამოს. ნაცვლად ამისა, ერთადერთი აშკარა სიგნალი არის გვარამიას საქმე, რომელიც პროვოკაციულ აქტადაც კი შეიძლება აღვიქვათ, რაც მიუთითებს ხელისუფლების აშკარა მიდრეკილებაზე, გახდეს პრობლემური წევრი ქვეყანა. ამ ეტაპზე უფრო საზიანო ნაბიჯის გადადგმას ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა.

გარე დამკვირვებელს უჭირს იმის გაგება, თუ რას აპირებდნენ მთავრობა და ბ-ნი ივანიშვილი. დასაბუთება შეიძლება მოიძებნოს იმაში, რომ წევრობის განაცხადის შეტანა შესაძლოა განიხილებოდეს, როგორც სიმბოლური და ზედაპირული ტაქტიკა, რომლითაც მთავრობა ცდილობს დააკმაყოფილოს ევროპული მომავლის მოსურნე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. თუმცა, ამავდროულად, ხელმძღვანელობას, როგორც ჩანს, არ აქვს გაწევრიანების პროცესის წარმატებით განხორციელების ინტერესი და ცდილობს, მისი წარუმატებლობა დააჩქაროს.

ამ პირობებში, ევროკომისიას შეუძლია აღიაროს საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილის წევრობის პერსპექტივა, მაგრამ მის მომავალ მოსაზრებაში ნაადრევი ჩანს გაწევრიანების ფორმალური პროცესის გახსნის შეთავაზება. ეს უნდა მოხდეს საქართველოში ახალი და უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს პირობებში, სადაც იქნება ჭეშმარიტად დემოკრატიული კულტურა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც მოსახლეობის პატივისცემას იმსახურებს" - წერია სტატიაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი