რუსული კომპანიები საქართველოში | ბოლო 2 თვეში, რუსებმა 3 600-ზე მეტი კომპანია დაირეგისტრირეს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" აგრძელებს რუსეთის ფარულ მხარდაჭერას. ხელისუფლების მდუმარე ნებართვით სანქციებისგან თავის ასარიდებლად რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეები კვლავ დაუბრკოლებლად ახერხებენ საქართველოში ეკონომიკურ საქმიანობას.

აიფაქტის კვლევის მიხედვით, ბოლო 2 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა 3600-ზე მეტი საწარმო დაარეგისტრირეს. ექსპერტების შეფასებით სწორედ ამ კომპანიების მეშვეობით, შესაძლოა, რუსეთმა სცადოს ნაწილობრივ თავი დააღწიოს საერთაშორისო სანქციებს და საქართველო აქციოს ხვრელად საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

ავტორი: ნატაშკა ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი