გლდანი-ნაძალადევის მე-9 სამმართველო კვლავ სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. სირცხვილიას დირექტორი გიორგი მჟავანაძე სამართალდამცველებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს და გამოიძიებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ მჟავანაძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ყველა პოლიციელის გვარი დაუსახელა, უწყება არც მათი უფლებამოსილების შეჩერებას და არც გამოკითხვას ჩქარობს.
"მთავარის" ინფორმაციით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში განყოფილების უფროსის მოადგილე დავით კანკავაც მონაწილეობდა. ამ დროისთვის უცნობია, აქვს თუ არა გამოძიებას სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც უნდა ჩანდეს, რა მოხდა პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ, რაც გიორგი მჟავანაძე ჯარიმის ჩასაბარებლად მივიდა.