ახალი ბრალდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით. ქართველ ოლიგარქს ისევ კრემლთან თანამშრომლობაში ადანაშულებენ. ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მინიშნებამ, რომ ივანიშვილი რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარება "ქართულ ოცნებაში" მორიგი უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია.
მმართველი პარტიის ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით ცდილობენ საკუთარ პატრონის გამართლებას. მაგრამ არგუმენტების გარეშე. "ქართულ ოცნებაში" მხოლოდ იმას ახერხებენ, რომ ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ უკრაინელებს.