ხაშურში ყირიმ-კონგოს შემთხვევა გამოვლინდა | ინფიცირებული 40 წლის ქალი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ხაშურის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს 1 შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაციას mozaikanews ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვირუსი 40 წლამდე ქალს დაუფიქსირდა. 

“ვირუსი 40 წლამდე ქალს დაუფიქსირდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ცხელებით მიმართა ხაშურის გორმედის საავადმყოფოს, რის შემდეგაც გადაიყვანეს თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში. ამჟამად ქალი თავს კარგად გრძნობს”, – განმარტავს ხაშურის ჯანდაცვის ცენტრი.

ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სოფელში, სადაც ეს შემთხვევა გამოვლინდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი