ახლა, როცა "მთავარ არხს", მუშაობის გაგრძელება ძალიან დიდი გამოწვევების პირობებში უწევს, დასახმარებლად მაყურებელს მივმართეთ. ცხადია ეს არ იყო გადასადგმელად ადვილი ნაბიჯი, ბევრი ფაქტორის გამო, მაგრამ საზოგადოების დადებითმა რეაქციამ, მხარდაჭერამ და სოლიდარობამ კიდევ უფრო მეტი მიზეზი მოგვცა, არ დავნებდეთ და მუშაობა გავაგრძელოთ.
თითოეული ასეთი შემოწირულობა, წარმოუდგენელი მოტივაციაა თითოეული ჩვენგანისთვის, მათ შორის არიან ემიგრანტებიც, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით რომ მთავარისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზზე საქართველოზე გადის და არა სადმე სხვაგან.
მათ შორისაა დავით ცქიფურიშვილი - ერთ-ერთი იმ ათასობით ემიგრანტს შორის, რომელსაც სამშობლოს დატოვება ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოუწია. ამერიკაში დამკვიდრებული ცქიფურიშვილი მთელი ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრს აკეთებდა ქართული კულტურისა და იდენტობის პოპულარიზაციისთვის. ათასობით კილომეტრის იქიდან, სხვა თავის თანამოაზრეებთან ერთად, საკუთარ სამშობლოსაც ეხმარება, სოციალური პროექტებით თუ სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებით და ომში მყოფ უკრაინასაც.