ხმაური სოფელ არაშენდაში - მოსახლეობა საძოვრების გარეშე რჩება

გამოქვეყნდა:

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი არაშენდა საძოვრების გარეშე რჩება - საუბარია 30 ჰექტარ მიწაზე, რომელსაც ინვესტორი გამოუჩნდა და მიწის დამუშავებას აპირებს. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ, მათ დღეს აქცია გამართეს.

ადგილზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა იმ ფერმერის გამოჩენას, რომელიც საძოვრების იჯარით აღებას გეგმავს. მისი თქმით, მიწაზე ნუშის ბაღები უნდა გააშენოს.

სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლის მიწების ნახევარი ჭაობია, ნახევარი კი მთიანი, მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო მესაქონლეობაა.

ადგილობრივების თქმით, მეიჯარე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია, გიორგი ბოჭორიშვილი ბრალდებებს უარყოფს. მან "მთავარ არხს" უთხრა, რომ მიწაზე უარის თქმას არ აპირებს. 

მოსახლეობა დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, თუმცა არაშენდელებს ის არ შეხვდა. სოფელში გორის საკრებულოს წევრი, მერაბ მელანაშვილი ჩავიდა, რომელიც ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ ხელისუფლება საკითხს დეტალურად შეისწავლის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი