აბასთუმანში, ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

გამოქვეყნდა:

"ფორმულას" ინფორმაციით, აბასთუმანში, ბიძინა ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. მედია წერს, რომ  38 წლის კაცს ხერხემალი აქვს დაზიანებული.

სასწრაფომ დაშავებული მუშა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსა. კვლევების შემდეგ გაირკვა, რომ მას ოპერაცია სჭირდება, რის გამოც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. 

"ფორმულას" პირად საუბარში უთხრეს, რომ კაცი ავტოგრაფ ქოლექშენის შენობიდან, 25-მეტრიანი სიმაღლიდან გადმოვარდა.

დამატებითი დეტალები მომხდარზე ჯერ უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი