ყველანაირად ცდილობენ გამოხშირონ მოსახლეობა, გენური ინჟინერიით გამოიყვანონ რობოტიზირებული მონათა ჯგუფი- ფრიდონ ინჯია "მოღალატეებზე"

გამოქვეყნდა:

"...ორიოდე სიტყვა ქვეყნის მოღალატეებზე- ვინ არიან ბლოგერები, არასამთავრობოთა დიდი ნაწილი, საიდან მოდიან ბერძენიშვილები? ეს ის ხალხია, რომლებიც წლებია ათეული და ასეული მილიონობით დოლარით ფინანსდებიან. ვინ დგას ამ დაფინანსების უკან? ეს ის ქვეყნებია, რომლის ელიტის გარკვეული ნაწილი ათეული წელია ქმნის და ბოლომდე ვერ შექმნა, მაგრამ აქვს დიდი სურვილი შექმნას მსოფლიოს ხელისუფლება, იმისთვის, რომ უფრო ადვილად მოერიონ და მართონ ეს ყველაფერი. პირველ რიგში ისინი ყველანაირად ცდილობენ გამოხშირონ მსოფლიო მოსახლეობა, დატოვონ მხოლოდ ცალკეული ელიტა, ამასთანავე გადააგვარონ, ან გენური ინჟინერიით გამოიყვანონ მომსახურე ადამიანთა რობოტიზირებული მონათა ჯგუფი. შედეგად მსოფლიო მოსახლეობა 7 მლნ 940 მილიარდიდან დატოვონ ერთ მილიარდამდე. მათ სწორედ ამის განხორციელებაში ხელს უშლიან ეროვნული სახელმწიფოები, რელიგიები და პირველ რიგში, მართლმადიდებლები მოიაზრებიან. მათ ამ მოღალატეობრივი ქმედებით უნდათ გააქრონ ეროვნული სახელმწიფოები. ამისთვის ისინი ყველაფერს აკეთებენ და კადრულობენ, ეს გინდ, კოვიდია, მაიმუნის ოსპები, ომები სასურსათო კრიზისი და მრავალი სხვა უბედურება, რომელიც ჯერ კიდევ გზაშია..."

"ევროპელი სოციალისტების" დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას გამოსვლა პარალამენტში. 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი