ქართული მედიის მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. "მთავარ არხთან" ერთად, ყველა კრიტიკული მედიასაშუალება და ცალკეული ჟურნალისტებიც დასავლეთში, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამეცნიერო კვლევით ცენტრებსა და სამოქალაქო გაერთიანებებს საერთო გზავნილით მიმართავენ.
წერილში საუბარია ქართული მედიის უმძიმეს მდგომარეობაზე იმ გარემოში, რომელიც ქვეყანაში ქართული ოცნების ხელისუფლებამ შექმნა.
კრიტიკული მედიის დევნა, თავდასხმა ჟურნალისტებზე და ხელისუფლების აგრესია არის მცირედი ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომლებიც გზავნილშია მოყვანილი.