ცემენტის ქარხანა კასპში - მოსახლეობა უკიდურესად მძიმე ვითარებაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ტელეფონით გადაღებული ვიდეო, კასპის ყოველდღიურ, მძიმე რეალობას ასახავს. კადრებში, ჩანს, როგორ იფრქვევა კასპის ცემენტი ჰაერში. კასპელები ყვებიან, რომ ქალაქში ვითარება ქარიან ამინდში უკიდურესად მძიმედება და ქუჩებში თითქმის აღარაფერი ჩანს.

ცემენტის ქარხნისგან გამოწვეული პრობლმა განსაკუთრებით ფარნავაზის ქუჩის მცხოვრებლებს აწუხებთ. სწორეთ მათ დასახლებაში მოძრაობს ყოველდღიურად ტექნიკა, რომელსაც საწარმოში ნედლეული შეაქვს, შემდეგ კი ცემენტი გამოაქვს. ქარხნის გამონაბოლქვს მანქანების გადადგილების დროს გამოწვეული მტვერიც ემატება. ადგილობრივების თქმით, მტვრის გამო, აქ ყოველი მეორეს სასუნთქი გზების პრობლემა აქვს და ხშირია ონკოლოგიური დაავადებებიც.

კასპთან ახლოს, ე.წ. კარიერის დასახლებსთან ახლოს საჭირო ნედლეულს მოიპოვებენ. გაუსაძლის მტვერს აფეთქებები და მისგან გამოწვეული ბიძგებიც ემატება, რაც დასახლებაში მცხოვრებლების ყოფას უკიდურესად ართულებს. კარიერის დასახლებაში სულ 14 ოჯახი ცხოვრობს. სოფელში ყვებიან, რომ სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია. ნათელა იმედაშვილი, რომელიც დასხლებას ჯოჯოხეთს ადარებს, გვარწმუნებს, რომ მისი მეუღლე ერთი თვის წინ, სწორედ მტვრისაგან გამოწვეულ დაავადებას ემსხვერპლა.

პრობლემაზე, რომელიც კასპის თითქმის ყველა მცხოვრებს აწუხებს ხელისუფლება არ რეაგირებს, საჯარო მოხელეები ერთმანეთის მიყოლებით იმალებიან. “მთავარის” კითხვებს არ პასუხობენ ჰაიდელბერგცემენტში. ქარხნის გამონაბოლქვის გადასაღებად საჯარო სივრცეში მყოფ ჩვენს გადამღებ ჯგუფს კი თავს დაცვის პოლიციაც ესხმის და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას ცდილობს.

მაშინ როდესაც მთელი სახელისუფლებო მანქანა კასპელების ნომერ პირველი პრობლემის მიჩქმალვაზეა ორიენტირებული, ირკვევა რომ ამის მიზეზიც არსებობს. ცემეტის მწარმოებელი გიგანტური კომპანიის მეწილეების უკან ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი დგას. კომპანია ჰაიდელბერგცემენტის აქციების 49 პროცენტს ფლობს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქარხანაში ე.წ. ფილტრები ბოლოს 2009-10 წლებში, მაშინდელი ხელისუფლების მოთხოვნის შედეგად გაკეთდა თუმცა, ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა და ახლა კი ფილტრების შესაძენად საჭირო თანხის გაღება აღარავის სურს.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი