მარნეულის რაიონის სოფელში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ არასრულწლოვანს, შემდეგ კი კედელს შეეჯახა.
ბავშვი ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა მძღოლიც.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. გამოძიება დაწყებულია.