დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - ოჯახი სასჯელის გადავადებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 

მსჯავრდებული სასულიერო პირის ოჯახი ხელისუფლებას სასჯელის გადავადებას სთხოვს, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შეწყალებაზე უარი თქვა.

ციხეში რომ მამა გიორგი მამალაძის მკურნალობისთვის საჭირო გარემო არ არსებობს, ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა. 

სასჯელის გადავადების შესახებ სარჩელს, დეკანოზის ოჯახი თბილისის საქალაქო სასამართლოში სამშაბათს შეიტანს. სასჯელის გადავადების შემთხვევაში, დეკანოზი მამალაძე საპყრობილეში უკვე გამოჯანმრთელების შემდეგ დაბრუნდება​. დეკანოზის მამა იმედს გამოთქვამს, რომ მათ თხოვნა ამჯერად მაინც იქნება გათვალისწინებული:

"გაითვალისწინონ ის მდგომარეობა და გადავადება გააკეთონ, ხომ არ ვითხოვთ გათავისუფლებას. გადავადება გააკეთონ, რომ ადამიანი გამოჯანმრთელდეს, სიცოცხლე შეუნარჩუნდეს " აცხადებს დეკანოზის მამა ავთო მამალაძე.

"მას არ შეუძლია დამოუკიდებლად არც გადაადგილება, არც ჯდომა და ციხის საავადმყოფოში მას ვერ მკურნალობენ ამიტომაც ჩვენ ვითხოვთ რომ გამოუშვან, გადავადდეს სასჯელი, ვუმკურნალოთ, ფეხზე დადგეს და შემდეგ აბსურდული ბრალდებით, რის გამოც ჩემი ძმა უსამართლოდ სასჯელს იხდის, განაგრძოს მატროსოვზე მსჯავრის მოხდა" აცხადებს თორნიკე მამალაძე

ე.წ ციანიდის საქმის საუკუნის სკანდალიდან 3 წელის გავიდა. ზუსტად სამი წლის წინ, დეკანოზ გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს, თუმცა მანამდე, ვიდრე დეკანოზს ოფიციალურ ბრალს წაუყენებდნენ, პროკურატურა და ხელისუფლების მაღალჩინოსნები ერთი დღით ადრე აცხადებდნენ, რომ მზადდებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი