"გასაუბრებაზე გამოგვკითხეს: მშვენიერი გოგოები ხართ და რეანიმაციაში რა გინდათ? იცით ,,მოსკოვებში" რა ღირს სწავლა?.." | მოქალაქე თსსუ-ზე

გამოქვეყნდა:

მოქალაქე რუსკა ბუაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე წერს. 

რეზიდენტურის სტუდენტი წერს, რომ გასაუბრებაზე 3 გოგოს ერთნაირი ქულები ჰქონდათ და ვაკანტური ადგილი ერთ-ერთ მათგანს უნდა დაეკავებინა, თუმცა შერჩევის დროს, კომისიის წევრებს "უჩვეულო" კითხვები და რეპლიკები ჰქონდათ. 

"18 მარტს ჩავაბარე რეზიდენტურის საკვალიფიკაციო გამოცდა 189ქულით. 15 მაისს დავრეგისტრირდი რეანიმაცია-ანესთეზიის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ

კონკურსში, სადაც 5 ვაკანტური ადგილი იყო. 17მაისს დასრულდა რეგისტრაცია და სამ გოგოს(!) გვქონდა ერთნაირი ქულა, საიდანაც გასაუბრებით უნდა აერჩიათ მხოლოდ ერთი, მეხუთე ადგილის შესავსებად.

დღეს, 25მაისს, მივედით გასაუბრებაზე, სადაც დაახლოებით 15ადამიანი დაგვხვდა. სამივე ერთად შეგვიყვანეს და ყველას წინაშე დაგვიწყეს გამოკითხვა, რომლის ძირითადი შინაარსიც იყო ასეთი:

,,იცით რეანიმაცია საერთოდ რას ნიშნავს? გოგოები ხართ ოჯახი უნდა შექმნათ და ამდენი უნდა იწვალოთ?"

,,იცით ,,მოსკოვებში" რა ღირს სწავლა? 150 ლარი თვეში ყველაზე დაბალია და ფინანსებზე ნუ ვისაუბრებთ"

,,თუკი თქვენს სამსახურს ჩაეხსნებით და

ყოველდღე ივლით რომელ კლინიკაშიც გეტყვით მაშინ აგიყვანთ, თან დაგასაქმებთ"

,,ინგლისურად რომ კითხულობთ ლიტერატურას, ქართულად რა მოძებნეთ და ვერ ნახეთ სამედიცინო სფეროში"

,,მშვენიერი გოგოები ხართ და რეანიმაციაში რა გინდათ?"

,,რატომ არ გაქვთ ინგლისურის ცოდნის სერთიფიკატები? ან გაცვლითი პროგრამით რატომ არ ყოფილხართ სადმე? ასეთი ინტერესი გაქვთ სწავლის მხრივ?"

გადაწყვეტილება:

,, ბევრი ვიფიქრეთ, კარგი გოგონები ხართ და გული რომ არ დაგწყდეთ არცერთს ამ ადგილს საერთოდ ვაუქმებთ და სექტემბერში თავიდან ცადეთ, ამით მოტივაცია მოგემატებათ, რადგან ამ ეტაპზე სწავლის მოტივაცია არ გაქვთ და გვეგონა ქუთაისშიც კი ივლიდით ყოველდღე ოღონდ ჩვენთან გესწავლათ. კარგად ბრძანდებოდეთ"

დასკვნა: ყველაზე დიდი მარაზმი და ცირკი რაც კი მინახავს იყო ეს გასაუბრება. ცინიკური დამოკიდებულებებით სავსე, სადაც უნდოდათ ფეხებში ჩავვარდნოდით, ყველაფერზე უარი გვეთქვა და მათთან წავსულიყავით, რის იმედად? სადაც პირიქით დაგვაყვედრეს რომ 150ლარზე არაფერი გვაქვს სათქმელი, ,,მოსკოვებში" უნდა ვნახოთ თურმე რა ღირს სწავლა და როგორ წვალობენ. და რაც მთავარია, გოგონები ვართ, ოჯახი გვაქვს შესაქმნელი, რა დროს რეანიმაციაა

25.05.2022წ.

#თბილისისსახელმწიფოსამედიცინოუნივერსიტეტი

პ.ს. ჩასწორებას ვაკეთებ პოსტზე: როგორც აღმოჩნდა ჩემი პროტესტი გაიგეს ისე, თითქოს პრობლემაა მე რატომ არ ამიყვანეს.

რეალურად პრობლემა თვითონ ფაქტშია, მომხდარში და არა იმაში თუ კონკრეტულად მე რატომ არ ამირჩიეს!",- ნათქვამია Facebook-ის პოსტში. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი