ეროვნული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება, სახალხო რეფერენდუმი და საქართველოს პარლამენტის გაბედული ნაბიჯი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბევრი მნიშვნელოვანი, თამამი და პატრიოტული გადაწყვეტილების წყალობით არის დაფუძნებული. ბოლო 104 წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ისტორიაში ფაქტობრივად არ ყოფილა მნიშვნელოვანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სრულად შეწყვეტილი იყო. დღეს ადამიანები, რომლებიც თავადაც მონაწილეობდნენ ისტორიულ პროცესებში იხსენებენ და ცდილობენ შეაფასონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მნიშვნელობა და ხალხისა და პოლიტიკოსების როლი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში.