ხმაური იყო მთელი ღამის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტში - 250-მდე მგზავრი დილამდე ელოდა პასუხს, როდის შესრულდებოდა იტალიის მიმართულებით მათი რეისი. ისინი ავია კომპანია "ვიზეარს'' უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
რეისი ღამის 12 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა თვითმფრინავი ამ დრომდე არ გაფრენილა.
მგზავრებს უთხრეს, რომ ფრენა მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ სრულდებოდა.
"23:55 წუთზე იყო მილანის მიმართულებით რეისი, გამოგვიცხადეს, რომ იგივანებს 1 საათით, შემდეგ კიდევ გამოაცხადეს 1 საათი, სადღაც სამი საათის შემდეგ გაუქმდა ეს რეისი, თვითმფრინავს ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი, ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ დავრჩით მთელი ღამე აქ", - ამბობს მგზავრი.
მგზავრების ნაწილი ამ დრომდე აეროპორტში რჩება, ნაწილი კი სასტუმროებში გადანაწილდა.