ხელფასების მატება და პირობების გაუმჯობესება | სასწრაფოს თანამშრომლები ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტს გააგრძელებენ

გამოქვეყნდა:

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან ექიმები და მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. 1 000-მდე დასაქმებული ხელფასის 100%-იან მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

ისინი ამბობენ, რომ პრობლემის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიუღიათ.

"სასწრაფოში დასაქმებულები ითხოვენ ხელფასის 100%-ით ზრდას. ჩვენ წინა კვირას გვქონდა შეხვედრა მინისტრის ორ მოადგილესთან და დამსაქმებელთან. ისინი შეგვპირდნენ, რომ 1 კვირის განმავლობაში შეიმუშავებდნენ ახალ მოდელს და დატვირთვიდან გამომდინარე დაითვლებოდა, შესაბამისად, გაიზრდებოდა მათი ხელფასი. თუმცა, ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, ეს დაპირება ვერ მივიღეთ, დასაქმებულებმა მიიღეს 12-საათიან ცვლაში გადასვლის შეთავაზება, რაზეც რა თქმა უნდა, ისინი უარს ამბობენ, არ აწყობთ ეს გრაფიკი იქიდან გამომდინარე, რომ უწევთ უფრო მეტი დატვირთვა, შესაბამისად, უფრო მეტჯერ უნდა მოვიდნენ სამსახურში და ხელფასი იგივე რჩებათ", - აღნიშნა პროფკავშირების წარმომადგენელმა. 

აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ქუჩის საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

მომდევნო აქცია სამშაბათს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან არის დაგეგმილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი