"მადლობა რომ გვირტყამთ", "მადლობა რომ გვხურავთ", "მადლობა რომ გვაპატიმრებთ" - ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

"მადლობა რომ გვირტყამთ", "მადლობა რომ გვხურავთ", "მადლობა რომ გვაპატიმრებთ" - ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტთან. "მთავარი არხისა" და კრიტიკული მედიების სხვა წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან არიან შეკრებილები და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას აპროტესტებენ. 
სწორედ დღეს მიდის პარლამენტში ინტერპელაციაზე პრემიერი ღარიბაშვილი თავის რამდენიმე მინისტრთან ერთად. 

გაათავისუფლე ნიკა გვარამია - ჟურნალისტების ამ მოთხოვნას პრემიერი ღარიბაშვილი დღეს პირადად მოისმენს. 

მედიის წარმომადგენლები  დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან ყველას გააგონონ რომ დამოუკიდებელი მედიამენეჯერის დაკავება, პოლიტიკური დევნა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა  ქვეყნის ევროინტეგრაციაზე უარყოფითად აისახება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი