"უკვე აღარავის, აღარაფერი აღარ მჯერა" - გიული ალასანია

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.  გიული ალასანიამ "ვივა მედის" კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა. შესვლამდე გიული ალასანიამ ჟურნალისტებს უთხრა რომ მისთვის გაუგებარია რატომ აჭიანურებს პენიტენციური სამსახური დამოუკიდებელი ექსპერტების შეშვებას. ის შიშობს რომ იუსტიციის სამინისტრო ექიმებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნის.

გიული ალასანიამ თქვა, რომ "ის გაბრაზებულია ბევრ ვინმეზე ბევრი რამის გამო", თუმცა არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობს:

"მე იმედი გამიჩნდა, რომ ახსენეს, რომ ექსპერტიზა იქნება დაშვებული და ა.შ. მაგრამ ახლა მე ვხედავ, რომ დრო გადის და არავითარი ექსპერტიზა აქ არაა, სამუშაო დღეა. მე ველოდებოდი, რომ ვიღაცა შევიდოდა, მაგრამ რაღაც არ ჩანს და ჩანს ის, რომ ეს ადამიანი ისევ ვერ ჭამს და ისევ არის მშიერი. საერთოდ ვარ აი ამ ვითარების გამო ძალიან ნაწყენი რაც მივიღეთ. საზოგადოება საერთოდ უნდა იყოს, ქვეყანაში საერთოდ უნდა იყოს საზოგადოება და მე სამწუხაროდ... უკვე აღარავის, აღარაფერი აღარ მჯერა, მართალი გითხრათ",- ამბობს გიული ალასანია.

ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, კობა ნაყოფიასაც შეხვდა.  ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან სავარაუდოდ მომდევნო კვირაში შევლენ. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე შესაძლოა მათ 10 ვიზიტი დასჭირდეთ მესამე პრეზიდენტთან.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი