"გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" სამოქალაქო საზოგადოებამ ახალი მოძრაობა დააარსა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, მსახიობები, მომღერლები, მწერლები და სხვა ბევრი პროფესიის ადამიანია გაერთიანებული.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახლა არის დიდი შანსი საქართველო მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპას და ევროპამ ამაზე უარი არ უნდა თქვას. მათივე თქმით, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ევროკავშირის წევრობის განაცხადი ქართველი ერის ისტორიული არჩევანია და ამ დიდი მიზნის გარეშემო ყველა უნდა გაერთიანდეს. ახალი მოძრაობის პრეზენტაციაზე დღეს წაიკითხეს მანიფესტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებს ითვალისწინებს.
იხილეთ ასევე: