წყალტუბოში ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა | შემთხვევას ოჯახის ორი წევრი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი ბავშვი კი დაშავდა.

შემთხვევა სოფელ მაღლაკში მოხდა. გარდაცვლილები რძალ-მული არიან, ისინი ადგილზე დაიღუპნენ. დაშავდნენ ავტომობილში მყოფი ბავშვები, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მათგან ერთის მდგომარეობა მსუბუქია, მეორეს კი ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. სავარაუდოდ, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი