საიდუმლო ექსტრადირება გლდანის ციხიდან - თურქეთის მოქალაქე ბარიშ გუქჩექი, სასამართლო პროცესამდე 2 საათით ადრე, საკნიდან გაიყვანეს და თურქეთის მხარეს გადასცეს.
მოქალაქე, რომელიც საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკურ დევნილად იქცა და თავს საქართველს აფარებდა, ხელისუფლებამ სასიკვდილო განაჩენისთვის გასწირა. ბარიშ გუქჩექის ახლობლები ამბობენ, რომ თურქეთში მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.
ორმაგი სტანდარტი და ორმაგი სამართალი საქარტველოში- რატომ გაიყვანეს ციხის საკნიდან ძალოვანებმა თურქეთის მოქალაქე მაშინ, როცა ხელისუფლებასთან დაახლოებულ მოქალაქეებს, ხელისუფლება სასათბურე პირობებს უქმნის. ალიფ ოზთურქი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ახლობელია, ასევე, ძებნილია თურქეთის ხელისუფლების მეირ, თუმცა ხელისუფლება მის ექსტრადირებაზე უარს ამბობს.