მინდვრებში რეგისტრირებული ფიქტიური ბიზნესები | რა ფასად თანამშრომლობენ საქართველოს მოქალაქეები სანქცირებულ რუსებთან? 

გამოქვეყნდა:

რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა რომ უკრაინის ომის პარალელურად, ჩვენს ქვეყანაში რეკორდულად გაიზარდა, ამას საქართველოს მოქალაქეები ყველა ქალაქში, ყველა უბანსა და ყველა ქუჩაზე უკვე კარგად ხედავენ, მაგრამ ოკუპანტები არიან იქაც, სადაც ერთი შეხედვით არაფერი არ არი.

მაგალითად, რუსეთიდან ჩამოსული ე.წ. ტურისტები, იუსტიციის სახლთან მარტივად პოულობენ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც 150 ან 200 ლარად, მზად არიან, ოკუპანტები, საკუთარ მიწაზე დაარეგისტრირონ, სანაცვლოდ რუსები ინდმეწარმის სტატუსს იღებენ, რაც საქართველოში უპრობლემოდ დარჩენის და სანქციებისთვის ტავის არიდების შანსს აძლევთ.

ირკვევა, რომ ფიქტიურ მისამართებზე საქართველოში რუსეთის 4 000 მდე მოქალაქე დარეგისტრირდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი